რა არის ინფექციური მონონუკლეოზი?
ინფექციური მონონუკლეოზი, არის ვირუსული ინფექცია, რომელიც გამოწვეულია ეპშტეინ-ბარის ვირუსით (EBV). ის უმეტესად გავრცელებულია ახალგაზრდებში და თინეიჯერებში, თუმცა ნებისმიერი ასაკის ადამიანს შეუძლია დაინფიცირდეს. ინფექცია ხშირად იწვევს დაღლილობას, ცხელებას, ყელის ტკივილს და ლიმფური კვანძების გადიდებას.
ინფექციური მონონუკლეოზის სიმპტომები:
მაღალი ცხელება
მწვავე ყელის ტკივილი
ლიმფური კვანძების გადიდება (განსაკუთრებით კისრის არეში)
დაღლილობა და სისუსტე
თავის ტკივილი
ღვიძლისა და ელენთის გადიდება
მუცლის ტკივილი
კანის გამონაყარი (იშვიათად)
ვირუსის გადაცემის გზები:
მჭიდრო კონტაქტი: საერთო ჭურჭლის გამოყენება, პირადი ჰიგიენის ნივთების გაზიარება.
ჰაერწვეთოვანი გადაცემა: როდესაც დაინფიცირებული ადამიანი ახველებს ან აცემინებს.
სისხლის გადასხმა ან ორგანოების გადანერგვა
დიაგნოსტიკა:
სისხლის ტესტები:
სწრაფი ტესტი: რომელიც იძლევა ინფექციის არსებობის პასუხს.
EBV ანტისხეულების ტესტი: ორგანიზმის მიერ ვირუსის წინააღმდეგ, გამომუშავებული ანტისხეულების რაოდენობის დადგენა.
სრული სისხლის ანალიზი (CBC):
ფიზიკური გამოკვლევა: ყელის, ლიმფური კვანძების, ღვიძლისა და ელენთის გასინჯვა.
როდის უნდა მიმართოთ ექიმს?
როდესაც სიმპტომები დაღლილობა, ცხელება, ყელის ტკივილი, რომლებიც გრძელდება რამდენიმე კვირაზე მეტი.
თუ გაქვთ ელენთის ტკივილი ან მუცლის ტკივილი
თუ სუნთქვის პრობლემა ან ძლიერი ყელის ტკივილი აღინიშნება
თუ გაქვთ ძლიერი თავის ტკივილი ან სხვა ნერვული სიმპტომები
რეკომენდაცია: ინფექციური მონონუკლეოზის დროული დიაგნოზი და სიმპტომების მართვა ხელს უწყობს გართულებების თავიდან აცილებას. ნებისმიერი ხანგრძლივი სიმპტომის ან გართულების შემთხვევაში, აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია.