09:00 - 18:00
მიხეილ ჭიაურელის 9

გუნდი

პელო პაპავა

მაილაბის  თანადამფუძნებელი, ლაბორატორიის ხელმძღვანელი

ლაბორატორიული ბიზნესი ძალიან მზარდი და დინამიურად განვითარებადია.  ბაზარზე დასამკვიდრებლად სანდო და კონკურენტუნარიანი უნდა იყო. ჩვენი მიზანია საქართველოს მოსახლეობას უწყვეტად მივაწოდოთ მაღალხარისხიანი ლაბორატორიული სერვისი. პარტნიორებთან ერთად ვგეგმავთ საინვესტიციო პორტფელის გაზრდას, ფილიალების ქსელის გაფართოებას, ისეთი კვლევების დანერგვას, რომლებიც საქართველოში არ კეთდება. ჩვენი პერსონალი გადამზადებას გაივლის ისრაელის წამყვან ლაბორატორიებში, რაც მათ პროფესიონალიზმს გაზრდის. ჩვენი ბრენდი ლაბორატორიულ ბაზარზე ხარისხით და სანდოობით გვინდა დავამკვიდროთ, ჩვენ მომავლის დიაგნოსტიკა ვართ დღეს!

სოფიო არჯევანიძე

მაილაბის თანადამფუძნებელი და CEO 

„მაილაბის“ შექმნის პირველი დღიდან, ჩემი მთავარი ამოცანა პროფესიონალი კადრების შემოკრება და მათთვის მუშაობის კომფორტული გარემოს შექმნაა. ჩვენთვის ლაბორატორიის ხარისხი და სანდოობა პრიორიტეტია.  კარგად გვესმის, რომ ბაზარზე ამ ნიშის დაკავება, მხოლოდ პროფესიონალი და ერთგული გუნდით შეიძლება. ჩვენ ცენტრალურ და რეგიონულ ფილიალებში 50 ადამიანი გვყავს დასაქმებული. ჩვენი გუნდის კვალიფიკაციისა და შრომის შედეგია,  რომ „მაილაბთან “, დაარსებიდან 6 თვეში, ქვეყნის 175 წამყვანი სამედიცინო დაწესებულება თანამშრომლობს.

ნინო გუგუნაშვილი

მაილაბი  კლინიკური მენეჯერი

მნიშვნელოვანია აკეთებდე საქმეს რომელიც გიყვარს ლაბორატორიული მედიცინა არის დინამიური და სწრაფად განვითარებადი სფერო რომელიც დღეს  სამედიცინო ინოვაციების სათავეშია.  უაღრესად  მნიშვნელოვანია ამ დარგის პროფესიონალები  აჰყვნენ ახალ მეთოდოლოგიას და თანამედროვე  ტექნოლოგიებს ფეხი აუწყონ.

ალექსანდრე წიკლაური,

მაილაბის  ხარისხის უზრუნველყოფის  მენეჯერი

“მაილაბში”დაარსების დღიდან ვხელმძღვანელობ ხარისხის მიმართულებას, როგორც, ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერი. წლების განმავლობაში  დაგროვილი ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება კლინიკურ იმუნოლოგიაში, მოლეკულურ ბიოლოგიაში, მიკრობიოლოგიაში  მეხმარება ხარისხის სისტემის მუდმივ გაუმჯობესებასა და  ახალი სტანდარტების დანერგვაში. ჩვენს კომპანიაში  მკაცრად კონტროლდება მომსახურების ხარისხი, რაც  უზრუნველყოფს ლაბორატორიული სერვისების და მომსახურების მაღალ სტანდარტს. “მაილაბში” ხარისხი ყველას პასუხისმგებლობაა“

თამარ ლობჟანიძე

მაილაბის   ლაბორანტი,  ხარისხის მენეჯერი.

„მთავარია ყოველთვის იყო შენი საქმის პროფესიონალი და განსაკუთრებული პასუხისმგებლობით მოეკიდო შენს წინაშე მდგარი  გამოწვევებს. ჩვენს სფეროში საქმის ერთგულებასთან და სამაგალითო დისციპლინასთან ერთად მნიშვნელოვანია სიახლეებისადმი მუდმივი სწრაფვა, ცოდნისა და უნარების განვითარებაზე მუდმივი ზრუნვა”

Select the fields to be shown. Others will be hidden. Drag and drop to rearrange the order.
  • Image
  • SKU
  • Rating
  • Price
  • Stock
  • Availability
  • Add to cart
  • Description
  • Content
  • Weight
  • Dimensions
  • Additional information
Click outside to hide the comparison bar
Compare