რა არის შაქრიანი დიაბეტი?
შაქრიანი დიაბეტი არის ქრონიკული დაავადება, რომელიც ვითარდება, როდესაც ორგანიზმი ვერ აწარმოებს საკმარის ინსულინს ან ვერ იყენებს მას ეფექტურად. ინსულინი არის ჰორმონი, რომელიც არეგულირებს გლუკოზის (შაქრის) დონეს სისხლში. შაქრიანი დიაბეტი ორ ძირითად ტიპად იყოფა: ტიპი 1 და ტიპი 2.
შაქრიანი დიაბეტის სიმპტომები:
ტიპი 1 დიაბეტი
ძირითადი სიმპტომებია:
ხშირი შარდვა (პოლიურია)
ძლიერი წყურვილი (პოლიდიპსია)
წონის სწრაფი კლება: მიუხედავად ნორმალური ან გაზრდილი მადასი.
ძლიერი დაღლილობა და სისუსტე
მხედველობის დაბინდვა
გულისრევა და ღებინება: განსაკუთრებით მაშინ, თუ სისხლში შაქრის დონე ძალიან მაღალია.
ტიპი 2 დიაბეტი:
ძირითადი სიმპტომებია:
მუდმივი დაღლილობა
ხშირი შარდვა და ძლიერი წყურვილი
ჭრილობების ნელი შეხორცება
მხედველობის დარღვევები
ხშირი ინფექციები: მათ შორის შარდის გზების, კანის და პირის ღრუს ინფექციები.
წონის მომატება: ხშირ შემთხვევაში მუცლის არეში.
შაქრიანი დიაბეტის მიზეზები:
ტიპი 1 დიაბეტი:
ავტოიმუნური რეაქცია: ორგანიზმის იმუნური სისტემა თავს ესხმის და ანგრევს პანკრეასის (კუჭქვეშა ჯირკვლის) გამართულ მუშაობას
გენეტიკური ფაქტორები: დიაბეტის განვითარების რისკს ზრდის.
ტიპი 2 დიაბეტი:
ინსულინრეზისტენტობა: ორგანიზმი ვერ იყენებს ინსულინს ეფექტურად, რაც იწვევს გლუკოზის მომატებას სისხლში.
გენეტიკური ფაქტორები: თუ ოჯახში ვინმეს ჰქონდა ტიპი 2 დიაბეტი, რისკი იზრდება.
ჭარბი წონა და სიმსუქნე: განსაკუთრებით მუცლის არეში.
ფიზიკური აქტივობის ნაკლებობა: მჯდომარე ცხოვრების წესი ზრდის დიაბეტის განვითარების რისკს.
არაჯანსაღი კვება: საკვების მაღალი შაქრით, ცხიმით და რაფინირებული ნახშირწყლებით.
შაქრიანი დიაბეტის რისკფაქტორები:
ტიპი 1 დიაბეტი:
ოჯახური ისტორია: დიაბეტის მქონე მშობლები ან დედმამიშვილები.
გეოგრაფიული ფაქტორები: ზოგიერთ ქვეყანაში, მაგალითად, ფინეთში და შვედეთში, ტიპი 1 დიაბეტის შემთხვევები უფრო ხშირია.
ტიპი 2 დიაბეტი:
ჭარბი წონა: წონის მომატება მუცლის არეში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
ასაკი: 45 წლის ზემოთ, თუმცა ტიპი 2 დიაბეტი შესაძლოა განვითარდეს ახალგაზრდა ასაკშიც.
ფიზიკური აქტივობის ნაკლებობა: პასიური ცხოვრების წესი.
ოჯახური ისტორია: ოჯახის წევრებს შორის ტიპი 2 დიაბეტის მქონე ადამიანები.
არაჯანსაღი დიეტა: მაღალი შაქრის და ცხიმის შემცველი საკვები.
შაქრიანი დიაბეტის გართულებები:
სისხლძარღვოვანი გართულებები
გულის დაავადებები: გულის შეტევები, ინსულტი.
გართულებები ქვედა კიდურებში : სისხლის მიმოქცევის და ნერვების დაზიანება, რაც შეიძლება გამოიწვიოს ფეხის დაკარგვაც კი.
ნევროპათია: ნერვის დაზიანება, რაც იწვევს ტკივილს და მგრძნობელობის დაკარგვას.
თირკმლის დაზიანება (ნეფროპათია): თირკმლის უკმარისობა.
თვალის დაზიანება (რეტინოპათია): მხედველობის დაკარგვა.
კანის და პირის ღრუს ინფექციები: ხშირი სოკოვანი და ბაქტერიული ინფექციები.
დიაგნოსტიკა:
გლუკოზის ტესტები:
(სისხლში შაქრის დონე უზმოზე
GTT (გლუკოზის ტოლერანტობის ტესტი): აღნიშნული ტესტის შესასრულრბლად სისხლის აღება საჭიროა სამჯერადად:
1.უზმოდ
- ჭამიდან ერთი სათის შემდეგ
- ჭამიდან ორის საათის შემდეგ.
HBA1C ტესტი(გლიკოზირებული ჰემოგლობინი): აღნინული ტესტით ვადგენთ გლუკოზის საშუალო დონეს უკანასკნელი 2-3 თვის განმავლობაში.
მკურნალობის მეთოდები:
ტიპი 1 დიაბეტი:
ინსულინოთერაპია: ინსულინის ინექციები
დიეტა და კვების რეგულაცია: ნახშირწყლების სწორად გადანაწილება.
ფიზიკური აქტივობა: რეგულარული ფიზიკური აქტივობა.
სისხლის შაქრის მუდმივი მონიტორინგი: შაქრის დონე უნდა იზომებოდეს რეგულარულად.
ტიპი 2 დიაბეტი:
ცხოვრების სტილის ცვლილებები:
ჯანსაღი დიეტა: დაბალანსებული დიეტა, დაბალი შაქრის და ცხიმის შემცველობით.
წონის დაკლება: მინიმუმ 5-10% წონის დაკლება.
ფიზიკური აქტივობა: მინიმუმ 30 წუთი დღეში.
მედიკამენტები
ინსულინოთერაპია: საჭიროების შემთხვევაში.
გლუკოზის მონიტორინგი: შაქრის დონის რეგულარული კონტროლი.
როდის მივმართოთ ექიმს?
თუ პაციენტს აღენიშნება :
შაქრიანი დიაბეტის სიმპტომები: დაღლილობა, ხშირი შარდვა, ძლიერი წყურვილი, უცაბედი წონის ცვლილებები.
ოჯახის წევრებს აქვთ შაქრიანი დიაბეტი: რეგულარული გამოკვლევები პრევენციის მიზნით.
რისკფაქტორები, როგორიცაა ჭარბი წონა, არაჯანსაღი დიეტა და მჯდომარე ცხოვრების წესი
თუ ლაბორატორიული გამოკვლევები აჩვენებს გლუკოზის მაღალ დონეს: დაუყოვნებლივ მიიღეთ ექიმის კონსულტაცია და მკურნალობა.
რეკომენდაცია: შაქრიანი დიაბეტის მონიტორინგი და მართვა მოითხოვს ცხოვრების სტილის ცვლილებებს, რეგულარულ დიაგნოსტიკას და საჭიროების შემთხვევაში, მედიკამენტებს. დროული დიაგნოზი და ეფექტური მკურნალობა ხელს შეუწყობს გართულებების თავიდან აცილებას.